ახალი ამბები

ივანიშვილმა განმარტა, რატომ შეიძლება აკრიტიკებდეს გუბაზ სანიკიძე

19 სექტემბერი, 2016 • 1264
ივანიშვილმა განმარტა, რატომ შეიძლება აკრიტიკებდეს გუბაზ სანიკიძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გუბაზ სანიკიძემ ხელისუფლებაში ყოფნისას ფული ვერ იშოვა და ამიტომ აკრიტიკებს. ამის შესახებ მან რეგიონალიურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

“გუბაზ სანიკიძესთან პირადი წყენა არასოდეს მქონია, ისევე, როგორც სხვებთან არ მქონია. გადმოხტა და ისიც ცუდად მომიხსენიებს. ამ დროს ნახეთ მისი გამონათქვამი – პოლიტიკაში იმიტომ მოდის, რომ მდიდარი უნდა გახდეს,  მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეჭირა  გუბაზს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მაგრამ ვერ იშოვა ფული. ახლა ეს აღიზიანებს, რომ პოლიტიკაში მოვიდა და ფული ვერ იშოვა, თუ  ფულს იღებს, რომ მაგინოს,  ეს მაყურებელმა გადაწყვიტოს. ისინიც [ეროვნული ფორუმი] ჩემს წასვლას ნატრობენ,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე აზრით,  პოლიტიკა ფულის საკეთებელი ადგილი არ არის:

“მე ვიყავი ლიდერი, როცა დაფუძნდა   ფასეულობები, რომ პოლიტიკა ფულის საკეთებელი არ არის. შენი ადგილი კარგად უნდა გაიგო. პოლიტიკაში თუ ხარ და დიდი ადგილი გიჭირავს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობაა, რომ კანონს პატივი სცე.  ვისაც ამას მოსთხოვენ, სულ ყველა გამოდის და მაგინებს,” – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი