ახალი ამბები

ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიას პროტესტით იწყებს

27 მაისი, 2012 • 1045
ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიას პროტესტით იწყებს

ივანიშვილის ფეისბუქის გვერდის ჰედერი
ივანიშვილის ფეისბუქის გვერდის ჰედერი

იანიშვილის პრესსამსახურის ცნობით,  13:00 საათზე მხარდამჭერები შეიკრიბებიან ვაკის პარკის, დინამოს სტადიონისა და ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, რის შემდეგაც მოეწყობა ფეხით მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ.

ფეხით მსვლელობაში მონაწილეობას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც გეგმავს.

მან 26 მაისს ყველას მოუწოდა აქციაზე მისვლისკენ და პირდაპირი პასუხი არ გასცა, მიიღებს თუ არა ნინო ბურჯანაძე აქციაში მონაწილეობას. ამ თემაზე ივანიშვილს მას შემდეგ ჰკითხეს, რაც 26 მაისს სამებაში სახალხო კრების წარმომადგენლებს მიესალმა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ აქციაზ ეყველა თბილისელი, ყველა ქართველი უნდა მივიდეს.

საფრანგეთის მოქალაქე ქართველმა მილიარდერმა ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ 2011 წლის ოქტომბერში განაცხადა. ამ დროისთვის არსებული სამართლებრივი ვითარებით მას კვლავ არა აქვს არცევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს, ჯერ არ არის ძალაში შესული. ამასთან, ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილში განაცხადა, რომ არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებით მიღებული უფლების გამოყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი