საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი “ქართული მრეწველობის აღლუმი – “დამზადებულია საქართველოში” რუსაველის გამზირზე გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღლუმში საქართველოში მოქმედი 270-მდე საწარმო მონაწილეობს. საწარმოები წარმოადგენენ საკუთარ ნაწარმს. ავეჯს, სამშენებლო მასალებს, ელექტრო და კომპიუტერულ ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის ნაკეთობებს, ფარმაცევტულ ნაწარმს, ლაზერულ გრავიურას, ქართული წარმოების მეტროს ვაგონებს, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებს, ქართულ ჩაის და სურსათს.
სამრეწველო აღლუმის ფარგლებში დედაქალაქში მოეწყობა ქართული პროდუქციის გამოფენა და კულტურულ–გასართობი ღონისძიებები. სამრეწველო აღლუმზე მსურველებს გამოფენილი პროდუქცის ყიდვა შეეძლებათ.
სამრეწველო აღლუმზე მისვლას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.





