აშშ-ში, მინესოტას შტატში პირი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და დანით 8 ადამიანი დაჭრა. BBC-ის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.
თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა პოლიციის მიერ თავდამსხმელის განეიტრალებამდე მან ალაჰი ახსენა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ადამინებისთვის მიყენებლი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არაა.
თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. თავდასხმის დროს იგი უსაფრთხოების ოფიცრის ფორმას ატარებდა.
აფეთქება მოხდა გუშინ, 17 სექტემბრეს ნიუ-იორკში, რომლის დროსაც 29 ადამიანი დაშავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქების ტერორიზმთან კავშირი ჯერჯერობით არ მტკიცდება.