ახალი ამბები

შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით პირი დავაკავეთ

18 სექტემბერი, 2016 • 1121
შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას 501 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 21,1708 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე ამოღებულია 0,432 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 54 აბი „სუბოქსინი“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე  260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი