საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გევერდზე აღნიშნულია, რომ ვიზიტის განმავლობაში მან პატივი მიაგო იმ 83 ფრანგი ჯარისკაცის ხსოვნას, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.
ვიზიტის განმავლობაში ოლანდი ავღანელ კოლეგა ჰამიდ კარზისაც შეხვდება, რომელსაც გააცნობს საფრანგეთის ჯარების ავღანეთიდან წლის ბოლომდე გაყვანის გეგმას. ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საფრანგეთმა ალიანსის წევრ ქვეყნებს აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად გააცნო.
პრეზიდენტი ასევე გეგმავს, შეხვედრები გამართოს ავღანეთის სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ის შეხვდება ავღანეთში ფრანგულ სათვისტომოსაც.