ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

16 სექტემბერი, 2016 • 1416
პაატა ბურჭულაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

პოლიტიკური ბლოკის, “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი, პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება გამოკითხვაზე რამდენიმე დღის წინ მას და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით.

“ის ყველაფერი, რაც ხდება ჩვნი პარტიის გარშემო, უკვე ყველა ზღვარს გადაცდა. დარწმუნებული ვარ, ვეთანხმები ქართულ ოცნებას, რომ ეს არ არის სუს-ის ამბავი – ეს არის კაგებე. ეს არის კაგებე, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში. მალე ოფიციალურად დაერქმევა კაგებე მათ. ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადაკვეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და რომლის ასე გაგრძელებაც არ შეიძლება. დანარჩენს, რომ გამოვალ, შემდეგ ვიტყვი”, – განუცხადა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შსს-სთვის არაფერი აქვს სათქმელი გარდა იმისა, რაც უკვე საჯაროდ განაცხადა:

“ძალიან მაინტერესებს, იმის გარდა, რაც მე ვთქვი ტელევიზიებით, რაც გამოვაცხადე, რომ ეს არის ჩემი ხმა და არის დამონტაჟებული, მეტი არ ვიცი, რა ინფორმაცია უნდა მოვცე”, – ამბობს ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძის მხარდასაჭერად შსს-ის შენობასთან იმყოფებიან მისი პარტიის სხვა ლიდერები და მხსრდამჭერებიც.

პაატა ბურჭულაძის ხმარდამჭერები შს სამინისტროსთან

14 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი. გვარამია დარწმუნებულია, რომ აუდიოჩანაწერი ინტერნეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, რადგან, მისი თქმით, ჩანაწერის შინაარსის გასაჯაროება არც მისი და არც ბურჭულაძის ინტერესებში არ შედიოდა. ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ბურჭულაძის პარტიის პრესსამსახურს, სადაც ასევე არ უარყვეს ჩანაწერის ავთენტურობა და კატეგორიულად გამორიცხეს ის საკითხი, რომ აუდიოჩანაწერის გავრცელება მათი პარტიის მხრიდან მოხდა.

8 სექტემბერს გვარამია ბურჭულაძეს ვაშინგტონში დაუკავშირდა და ესაუბრა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის, “გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე “ქართულ ოცნებასთან” შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

შსს-მ გამოძიება  პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

პაატა ბურჭულაძის ბლოკის წევრი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეს [სატელეფონო მოსმენა] არის ტოტალური შეტევა მათ პოლიტიკურ გაერთიანებაზე. მისი თქმით, ეს შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაინახა ბლოკის რეალური ძალა და მზარდი რეიტინგი. ვაშაძეს ობიექტური გამოძიები იმედი არ აქვს და აცხადებს, რომ ეს არის ფარსი და დადგმული შოუ. 16.09.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

პაატა ბურჭულაძის ბლოკის წევრი, გიორგი ვაშაძე (ფოტოზე მარჯვნივ) აცხადებს, რომ ეს [სატელეფონო მოსმენა] არის ტოტალური შეტევა მათ პოლიტიკურ გაერთიანებაზე. მისი თქმით, ეს შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაინახა ბლოკის რეალური ძალა და მზარდი რეიტინგი. ვაშაძეს ობიექტური გამოძიები იმედი არ აქვს და აცხადებს, რომ ეს არის ფარსი და დადგმული შოუ. 16.09.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი