ახალი ამბები

კანცელარიასთან აქციაზე მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა

15 სექტემბერი, 2016 • 1748
კანცელარიასთან აქციაზე მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე მამაკაცმა დანით თვითდაზიანება მიიყენა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მას დანით აქვს მუცლის ღრუში მიყენებული ჭრილობა და  უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბესო ხუციშვილი აქციაზე მივიდა და ჭრილობები იმ მიზეზით მიიყენა, რომ იმედი აღარ აქვს, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასრულელდება და მას გაამართლებენ.

“თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოქალაქე ბესო ხუციშვილი ამბობდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აიძულეს, დახმარებოდა მეგობრის ნარკოდანაშაულის ბლადებით დაკავებაში. შემდეგ კი თვითონაც დააკავეს.

დღეს კანცელარიასთან აქციას მართვადნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები. დემურ სტურუას თვითმკვლელობიდან მე-40 დღეს ისინი კვლავ არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.

სტურუამ დატოვა წერილი, სადაც თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლა დაასახელა. წერილის თანახმად, თევზაძე სტურუას აიძულებდა, მიეცა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი