ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლეიბორისტულმა პარტიამ აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში კოორდინატორები დანიშნა

14 სექტემბერი, 2016 • 1357
ლეიბორისტულმა პარტიამ აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში კოორდინატორები დანიშნა

ლეობორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, დღეს, 2016 წლის 14 სექტემბერს, ენგურის ხიდთან ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში კოორდინატორები დანიშნა.

“23-წლიანი ტრაგედიის შემდეგ, მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დავკარგეთ, პირველად ენგურის ხიდზე ამდენი ქართველობა შეიკრიბა. ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთში დაბრუნებისთვის, როგორც სოციალურად, ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და დღეს მე მაქვს უდიდესი პატივი წარმოგიდგინოთ ლეობორტისუტლი პარტიის კოორიდნატორები, რომლებიც დავნიშნეთ აფხაზეთის რაიონებსა და ქალაქებში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტიის ლიდერმა კოორდინატორების სახელებიც დაასახელა: სოხუმის კოორდინატორი – შორენა პაპავა, გაგრის – ალექსანდრე ქირია, გუდაუთის – ტარიელ ქუზბაია, გალის- ლაშა კოდუა, ტყვარჩელის – გიორგი გვიჩიანი, ოჩამჩირის – ირაკლი პაპავა, გულრიფშის – ნიკა ჭითანავა და სოხუმის რაიონის – გოგა ორჟონია.

“აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორობას ჩემს თავზე ვიღებ. ნაბიჯ -ნაბიჯ დავიწყებთ დღეიდან აფხაზეთში დაბრუნებას. ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ, მაგრამ ისეთი უსუსური პოლიტიკით, რომლის მოწმეებიც ვიყავით, რა თქმა უნდა, დაბრუნება შეუძლებელი იყო”, – ამბობს ნათელაშვილი.

რა ტიპის სამუშაო დაევალებათ წარდგენილ პარტიის კოორდინატორებს, ამაზე ნათელაშვილს ბრიფიგნზე არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი