ახალი ამბები

მალხაზ ვახტანგაშვილი: პარტიის ლიდერისა და ტელეკომპანიის დირექტორის ფარული მოსმენა მიუღებელია

14 სექტემბერი, 2016 •
მალხაზ ვახტანგაშვილი: პარტიის ლიდერისა და ტელეკომპანიის დირექტორის ფარული მოსმენა მიუღებელია

“ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მალხაზ ვახტანგაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის ლიდერის და კერძო ტელეკომპანიის დირექტორის ფარული მოსმენა აბსოლუტურად მიუღებელია.

“აბსოლუტურად მიუღებელია. არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ ქართულ საზოგადოებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია [პარტიის ლიდერისა და კერძო ტელეკომპანიის დირექტორის საუბრის მოსმენა]. [საუბრის] შინაარსზე არ დავკონკრეტდები, თვითონ [ფარული მოსმენის] არის მიუღებელი,”- აღნიშნა ვახტანგაშვილმა.

ინტერნეტ სივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის  ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერი ატვირთულია georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ ის შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი