ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, 2010 წელს ნატოს ლისაბონის სამიტზე ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ ერთიან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას.
ჩიკაგოს სამიტზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ლისაბონის სამიტის შემდეგ ალიანსმა დაიწყო სამეთაურო და საკონტროლო ცენტრების განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან თავდაცვის სისტემას.
“ნატოს კონტროლის ქვეშ ჩვენი სისტემა უზრუნველყოფს ანტისარაკეტო თავდაცვას სხვადასხვა მოკავშირეების მხრიდან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავიცვათ ალიანსის წევრი ქვეყნები გარედან მომავალი საფრთხეებისგან”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
შეხვედრაზე მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს გეგმა გრძელვადიანია და ის უზრუნველყოფს ალიანსის წევრი სახელმწიფოების სრულ დაცვას. აღნიშნული მიზანი მიიღწევა მხოლოდ სრული ოპერატიული შესაძლებლობების საშუალებით.
ჩიკაგოში ნატოს ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 50 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე ნატო იმ გამოწვევებზე იმსჯელებს, რის წინაშეც ალიანსი ავღანეთიდან კონტიგენტის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდება.