ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფოთში საჯარო შეხვედრას გამართავს

19 მაისი, 2012 •
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფოთში საჯარო შეხვედრას გამართავს

19 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფოთში საჯარო შეხვედრას გამართავს ადგილობრივ მოსახლეობასთან, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანია, ქარტიამ გააცნოს საკუთარი საქმიანობა ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმინოს მათი მოსაზრებები მედიაში არსებულ პრობლემებზე, გააცნოს ქარტიის ფარგლებში რეაგირების მექანიზმები და ასევე, იმსჯელოს რეგიონებში მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე. 

ქარტია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ეწვიოს შეხვედრაზე და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით. 

შეხვედრა გაიმართება შემდეგ მისამართზე: ქ.ფოთი, პუშკინის 69 (ბერდინსკის ბინები), შაბათს, 19 მაისს, 15:00 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი