ახალი ამბები

ინციდენტი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

19 მაისი, 2012 • 1070
ინციდენტი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე
18 მაისს, თბილისში,  პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც 50-მდე მოქალაქე LGBT აქტივისტებზე წინადღის ძალადობას აპროტესტებდა, ინციდენტი მოხდა.

მაშინ, როცა აქცია იშლებოდა, აქციის მონაწილეებთან, დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომლებმაც აქტივისტებს ჰომოფობიური ლექსიკით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას მალევე მოჰყვა საპატრულო პოლიციის რეაგირება. ორმა პოლიციელმა ერთ-ერთი მამაკაცი დაიჭირა და ქაშვეთის ეკლესიისკენ წაიყვანა და სხვა პოლიციელებს ეუბნებოდნენ, რომ ის მანქანაში უნდა ჩაესვათ. მოულოდნელად, ქაშვეთის ეკლესიიდან სასულიერო პირი გამოვიდა მრევლთან ერთად და პოლიციელებს აღნიშნული პირი ხელიდან გამოსტაცა. სასულიერო პირმა პოლიციისგან დახსნილი ახალგაზრდა ქაშვეთის ეკლესიაში შეიყვანა. 

ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ არავინ დაუკავებიათ და შესაბამისად, ინციდენტი არ მომხდარა. აქცია სიძულვილის წინააღმდეგ პარლამენტთან უკვე დასრულდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი