ახალი ამბები

ივანიშვილი: ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობა მქონდა, რომ დაეტოვებინა ენმ

12 სექტემბერი, 2016 • 1584
ივანიშვილი: ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობა მქონდა, რომ დაეტოვებინა ენმ

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ცდილობდა, რომ დავით ბაქრაძეს “ნაციონალური მოძრაობა” დაეტოვებინა. ამის შესახებ ქუთაისში, რეგიონალურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

“დავით უსუფაშვილი პავლე კუბლაშვილის ძალიან ახლო მეგობარია, ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა ჩემთან, რომ კუბლაშვილს უნდა გამოსვლა ნაციონალური მოძრაობიდანო. ძალიან კარგია-მეთქი, რაც შეიძლება მხარს დავუჭერ-თქო და დავუჭირე კიდეც. განცხადებაც გავაკეთე, ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე, რომ გვიან, მაგრამ მოახერხა და დატოვა “ნაციონალური მოძრაობა. მეტსაც გეტყვით, [დავით ] ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობა მქონდა, დატოვე-მეთქი [ნაციონალური მოძრაობა] და წამოდი. მეგონა, უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი, მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, წადი, ადექი, გამოდი და წამოდი,” – ამბობს ივანიშვილი.

მისივე თქმით,  როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ დატოვეს, ბაქრაძემ მათი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა:

“როდესაც უსუფაშვილმა კუბლაშვილსიგან ეს მოიტანა, რა თქმა უნდა, მივესალმე. ჩემი მხარდაჭერა იმაში  გამოიხატა, რომ გამოვედი და საჯაროდ ვთქვი. ვაშაძესთან რომ გაერთიანდა და ბურჭულაძე იქ შევიდა, მივხვდი, რომ ტრიუკი იყო და ამის შემდეგ საქები არაფერი არის. ეს არის ნაციონალური მოძრაობის ნაღები, ყველაზე მაგარი იურისტი პავლე  კუბლაშვილი იყო, ვინც მაგათ იურიდიულად მართავდა და უამრავი უბედურება მოუტანა ქვეყანას. გიორგი ვაშაძე- სააკაშვილის ფავოროტი, “მიშა მაგარია” ვინც დაწერა, ისიც იქ ჰყავთ. “

მასალების გადაბეჭდვის წესი