ახალი ამბები

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა

9 სექტემბერი, 2016 • 1345
კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მინისტრის პოსტი დატოვა. კალაძე პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია და პარტიული სიის მეორე ნომერად დაასახელეს, ამიტომ მას აღარ აქვს უფლება, იყოს მინისტრი. კალაძემ ყოფილ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესები მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს და ცალკეული ინციდენტებთან გასამკლავებლად შესაბამისი სტრუქტურები იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი