ახალი ამბები | , ,

ქუთაისში “მაკდონალდსის” მეორე რესტორანი აშენდება

9 სექტემბერი, 2016 | | 1488
ქუთაისში “მაკდონალდსის” მეორე რესტორანი აშენდება

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი ახალი სწრაფი კვების რესტორანი აშენდება, რისთვისაც  შპს „თ და კ რესტორნები“ 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორანში სულ მცირე 40 ადამიანი დასაქმდება.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „თ და კ რესტორნებს“ ქ. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, N1, თბილისის ქუჩა N1-ში მდებარე 1416.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 885 000 ლარად  საკუთრებაში გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი