ახალი ამბები

ფრენისას დაბადებული ბავშვი ავიაკომპანიამ სიცოცხლის ბოლომდე უფასო ბილეთებით დაასაჩუქრა

9 სექტემბერი, 2016 • 1261
ფრენისას დაბადებული ბავშვი ავიაკომპანიამ სიცოცხლის ბოლომდე უფასო ბილეთებით დაასაჩუქრა

CNN-ის ცნობით, ახალშობილმა, რომელიც ფრენისას დაიბადა, ავიაკომპანია Buraq Air-ისგან მთელი ცხოვრების მანძილზე უფასო ბილეთები მიიღო საჩუქრად.

ახალშობილის დედა ლიბიიდან დასავლეთ აფრიკაში, ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში მიფრინავდა, როდესაც მშობიარობა დაეწყო.

“Buraq Air” ტრიპოლში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელი ლიბიიდან ევროპის, ჩდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაფრინავს. ახალშობილი ბიჭია, რომელსაც დედამ სახელი პილოტის საპატივცემულოდ დაარქვა. მისი სახელი აბდულ ბასეტია.

CNN-ის ცნობით, ავიაკომპანიები ფრენისას დაბადებული ბავშვების სტატისტიკას არ აწარმოებენ, თუმცა ბოლო ორ თვეში ეს მეორე შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი