სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი დღეს, 2016 წლის 8 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტს გამოემშვიდობა.
ნეტგაზეთთან საუბარში პარლამენტის წევრმა და მმართველი პარტიის წარმომადგენელმა კარინე აჩემიანმა განაცხადა, რომ ოფიციალურ განცახდებას პრემიერის გადადგომაზე დღეს, პარლამენტისა და მმართველი, რესპუბლიკური პარტიის საბჭოს სხდომების შემდეგ გააკეთებენ.
წინასწარი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს ერევნის ყოფილი მერი [2010-2011], კარენ კარაპეტიანი უხელმძღვანელებს, ის ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და “გაზპრომბანკის” ვიცეპრეზიდენტი იყო.
ჰოვიკ აბრაჰამიანი სომხეთის პრემიერის პოსტს 2014 წლის 13 აპრილიდან იკავებდა.
წინასწარი ცნობით, სომხეთში სხვა მინისტრებიც დატოვებენ თანამდებობებს.