ახალი ამბები

ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის კვირეული

19 მაისი, 2012 • 1267
ტრანსფობიასთან  და ჰომოფობიასთან ბრძოლის კვირეული

დღეს საქართველოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული იწყება.  

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს 17 მაისს აღნიშნავენ (IDAHO). სწორედ 1990 წლის 17 მაისს  მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს” (WISG) სხვადასხვა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში.  პროგრამა  ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის (MATRA) მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირეული დისკუსიით გაიხსნება. მრგვალი მაგიდა ჰომოფობიის თემაზე დღეს, 15.00 საათზეა დაგეგმილი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში. გარდა ამისა, კვირის განმავლობაში დაგეგმილია გამოფენები და ფილმების ჩვენებები.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების მრავალმხრივი პრობლემების შესახებ.

 

ამავე თემაზე:

მე ვარ ჰომოსექსუალი, მე ვარ მართლმადიდებელი, მე ვარ ქართველი

 

კვირეულის პროგრამა


მასალების გადაბეჭდვის წესი