ახალი ამბები

სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

8 სექტემბერი, 2016 •
სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, 2 სექტემბრს ვაკეში მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. 2 სექტემბერს ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომობილში სოსო ჯოხაძე ჩაცხრილეს.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი: 21 წლის ო.გ. -ზესტაფონში, 25 წლის თ.შ. – თეთრწყაროში, 20 წლის ს.მ. – თბილისში დააკავეს.

“მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს,”- აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით) მიმდინარეობს.

ჯოხაძის მკვლელობასთან დკავშირებით შსს-მ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ დაააკავეს 35 წლის ბ.ნ. მას გამოძიება განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი