ახალი ამბები

უსუფაშვილი: ნატოში გაწევრიანებამდე საქართველომ უნდა იზრუნოს აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე

6 სექტემბერი, 2016 • 1720
უსუფაშვილი: ნატოში გაწევრიანებამდე საქართველომ უნდა იზრუნოს აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა რუსთავი 2-ის ეთერში პარტიის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და “რესპუბლიკელების” ახალი ინიციატივა გაახმიანა. დავით უსუფაშვილის თქმით, დღესდღეობით საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნატოს წევრობა, მაგრამ სანამ ქვეყანა ამას მიაღწევს, საქართველომ თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზის განთვსებაზე უნდა იზრუნოს.

“დღეს პირველად ვაცხადებ ამას – რესპუბლიკური პარტია ამ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ ისახავს მიზნად ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას. მანამ, სანამ ნატოს წევრობა გახდება რეალობა, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელი ამოცანა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად უნდა დაისახოს ქართულმა სახელმწიფომ. ჩვენ როდესაც გველაპარაკებიან უბლოკო სტატუსზე, როდესაც გველაპარაკებიან რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებაზე საქართველოში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს – სახელმწიფო პოლიტიკის მიმართვა იქით, რომ ნატოს წევრობამდე საქართელოს ტერიტორიაზე განთავსდეს ამერიკის შეერთებული შტატების ან ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედრო ბაზა. ეს, ჩვენი აზრით, დღეს არის საქართელოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა და ჩვენ ამისთვის ვიღვაწებთ, ” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა გადაცემაში “არჩევანი 2016”.

მასალების გადაბეჭდვის წესი