ახალი ამბებირეკლამა

აგრო-საინვესტიციო სესხი – ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან

6 სექტემბერი, 2016 •
აგრო-საინვესტიციო სესხი – ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან

14:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ისინი საზოგადოებას ახალ საბანკო პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს წარუდგენენ.

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრო სექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უპრეცედენტო პროდუქტს – აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობენ, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. სესხის პროცენტს ნაწილობრივ ან სრულად დაფარავს სახელმწიფო. ფერმერი კი სესხის გადახდას მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი, რა დროსაც მსესხებელი სესხს არ იხდის, მაქსიმუმ 5 წელია.

ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მინიმუმ 1 ჰექტარ ფართობს და დაინტერესებულები არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით.

აგრო-საინვესტიციო სესხით სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი სრულ მსხმოიარობამდე. პარალელურად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით „დანერეგე მომავალი“, სადაც ის გრანტის სახით მიიღებს ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70 % და სარწყავი სისტემის მაქსიმუმ 50 %-ს. სესხის აღების მსურველებმა უნდა მიაკითხონ თიბისი ბანკის ფილიალებს.

აგრო-საინვესტიციო სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში”. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე 320 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი