ბაქო; ფოტო: ნეტგაზეთი, 2016

აზერბაიჯანში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და საკონსტიტუციო წყობის შეცვლის მცდელობისთვის, რელიგიური ფანატიზმის, რადიკალიზმის და შუღლის ნიადაგზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობისთვის სასჯელის ახალ ზომებს, მათ შორის სამუდამო პატიმრობას გამოიყენებენ – წერს აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო apa.

როგორც მილი მეჯლისში აცხადებენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენელი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უახლოეს დღეებში უნდა განიხილოს, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 278.2-ე მუხლში შევა. სასჯელის ვადად, რიგ შემთხვევებში, 15-დან 20 წელი, რიგ შემთხვევებში კი, სამუდამო პატიმრობა განისაზღვრება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *