ახალი ამბები

საპატრულო პოლიციის რეკლამის გამო აღმაშენებელი გადაიკეტა[VIDEO]

3 მაისი, 2012 •
საპატრულო პოლიციის რეკლამის გამო აღმაშენებელი გადაიკეტა[VIDEO]

გადაღების გამო დილიდან გადაკეტილი იყო აღმაშენებლის გამზირი. როგორც გადამღებმა ჯგუფმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, აღმაშენებლის გამზირზე საპატრულო პოლიციის სარეკლამო რგოლის გადაღება მიმდინარეობდა.

აღმაშენებლის გადაკეტვამ საცობი მამოიწვია თამარ მეფის გამზირზე:

“მძღოლები აღარ ემორჩილებიან შუქნიშანს, რადგან ყველას თავისი გრაფიკი აქვს, არ ვიცით, რას იღებენ, მაგრამ ამათი გადაღების გამო ყველას სამსახურში დააგვიანდა”, – განაცხადა ერთ–ერთმა მგზავრმა მანანა თაბუკაშვილმა.

ავტობუსის მძღოლების განცხადებით, გზის გადაკეტვამ მათი გრაფიკი მთლიანად არია.

აღმაშენებლის გამზირზე არ უშვებდნენ მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებსაც, მათ მანქანების შუა გზაზე დატოვება და სახლამდე ფეხით მისვლა მოუწიათ.

გამზირი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი