უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, რომელიც ქვეყანას 27 წელი მართავდა პარასკევს საღამოს ინსულტის შეტევით გარდაიცვალა.
BBC-ის ცნობით, 78 წლის პრეზიდენტის გარდაცვალების ცნობა უზბეკეთის მთავრობამ 3 სექტემბერს დაადასტურა, 6 დღის შემდეგ, რაც კარიმოვი საავადმყოფოში მოათავსეს. კარიმოვი მის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში უნდა დაასაფალაონ.
უცნობია, ვინ შეცვლის უზბეკეთის ერთპიროვნულ მმართველს, რადგან მას თავისი შემცვლელი არ დაუტოვებია. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ძალაუფლებისთვის ბროლა დაიწყოს. კარიმოვის ყველაზე რეალურ შემცვლელად ახლანდელ პრემიერმინისტრ შავკათ მირზიოევს ასახელებენ.