ახალი ამბები

ჰააგის პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქართველს ეძებს

2 მაისი, 2012 •
ჰააგის პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქართველს ეძებს

>ჰააგაში პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქართველ ახალგაზრდას ეძებს.   19 წლის სანდრო გრიგოლიას ფოტო ჰოლანდიური ტელეკომპანიების დღის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში აჩვენეს, მისი დაკავებისთვის ჯილდოდ 15 000 ევროა დაწესებული.  

ჰოლანდური მედიის ცნობით ეჭვმიტანილი სანდრო გრიგოლია თანამზრახველთან ერთად საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა. ყაჩაღობის ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, დღეს პოლიციამ ვიდეომასლაც გაავრცელა.  

ჩანაწერში ჩანს, როგორ ემუქრებიან მაღაზიაში შეჭრილი პირები იუველირს ცეცხლსასროლი იარაღით, შემდეგ კი ესვრიან. მაღაზიის გამყიდვლი გარდაიცვალა. 

მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი 19 წლის ზია ბორუკჩუა, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი