ახალი ამბები

საკრებულომ წყნეთის გზატკეცილზე მიწის ეკლესიისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

2 სექტემბერი, 2016 • 1709
საკრებულომ წყნეთის გზატკეცილზე მიწის ეკლესიისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პროექტს, რომლის მიხედვით წყნეთის გზატკეცილზე, ავტოინსპექციის საგუშაგოს მიმდებარედ არსებული 3645 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასს გადაეცა.

საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაში მონაწილე 28 წევრიდან 22-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 6-მა წევრმა განხილვაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა. მათ შორის გახლდათ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი. მისი განმარტებით, მას მონაწილეობა არ მიუღია კენჭისყრაში, რადგან მსგავსი ინიციატივები ხშირად ბუნდოვანი და გაურკვეველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი