ნეტგაზეთი | ელენე ხოშტარია: ენმ-ის ვაკის ოფისს თავს დაესხნენ, გატეხილია ვიტრინა ელენე ხოშტარია: ენმ-ის ვაკის ოფისს თავს დაესხნენ, გატეხილია ვიტრინა – Netgazeti
RU | GE  

ელენე ხოშტარია: ენმ-ის ვაკის ოფისს თავს დაესხნენ, გატეხილია ვიტრინა

“ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ღამით მის ოფისს თავს დაესხნენ და ვიტრინა გატეხეს.

“ჩემს ოფისს ღამე თავს დაესხენ და ვიტრინა გატეხეს. მესმის, რომ ძალადობრივი მეთოდების გარდა ვერაფერს შვრებით, ხალხს თქვენ არ უსმენთ და პრობლემებს არ უგვარებთ .. ვერც სიტუაცისს აურევთ, ვერც კამპანიას აგვირევთ და თქვენი საბოლოო კრახის გარდა ვერაფერს მიაღწევთ. არც გაბედოთ ვაკელებზე დაბრალება. 3 თვეა დავდივარ და ზუსტად ვიცი მომხრეს და ოპონენტი მოსახლეობის განწყობაც,” – წერს ელენე ხოშტარია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.

შს სამინსიტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, [სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია],  რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.