ამ წუთებში ვარდების მოედანზე პროფკავშირების აქცია მიმდინარეობს. “ჩვენ ვაპროტესტებთ შრომის კოდექსს, რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს დამქირავებელს”,– განაცხადა ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ.
აქციას სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრებიც უერთდებიან.
“ჩვენი მიზანია დავაფიქციროთ პოზიცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროფკავშირების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ აქტივობას ამ საკითხთან დაკავშირებით”, – აცხადებს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი გია ჟორჟოლიანი.
მოგვიანებით იგეგმება მსვლელობა პარლამენტის წინ, სადაც სპეციალური განცხადება გაკეთდება. მსვლელობას წინ მუსიკის ფომზე მოცეკვავე თოჯინები წარუძღვებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის მორიგი მცდელობა, რათა ხელისუფლებამ შრომის კოდექსში არსებულ ხარვეზებზე ყურადღება გაამახვილოს.




