ახალი ამბები

კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში აფეთქება მოხდა

1 სექტემბერი, 2016 • 1243
კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში აფეთქება მოხდა

აშშ-ში, კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში აფეთქება მოხდა. ადგილზე კომპანია SpaceX  კოსმოსურ რაკეტას გასაფრენად ამზადებდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა კომპანია რაკეტა “ფალკონ 9-ის” სატესტო გაშვებას ახორციელებდა.

SpaceX-მა მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტის ტესტირებისას ანომალია დაფიქსირდა. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს პლატფორმაზე არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რაკეტაც და პლატფორმაც სრულად განადგურდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია აფეთქების გამომწვევი დეტალების შესახებ.

როგორც Nasa-მ BBC-ის უთხრა, SpaceX დღეს რაკეტის სატესტო გაშვებას ახორციელებდა, რადგან “ფალკონ 9”-ის კოსმოსში გაშვება კვირის ბოლოს იყო დაგეგმილი.

epa05518463 A handout image from a NASA live camera shows a fire burning on a launch pad after reports indicated that a SpaceX Falcon 9 rocket, which was scheduled to launch on 03 September, exploded during a test firing in Cape Canaveral, Florida, USA, 01 September 2016. The scheduled launch was reportedly to carry an Amos 6 satellite into orbit. EPA/NASA / HANDOUT BEST QUALITY AVAILABLE HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

“ნასას” კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ასაფრენი პლატფორმა, რომელიც კომპანია SpaceX-ის ეკუთვნის და რაკეტა ფალკონ 9-ის კოსმოსში გასაშვებად მოეწყო, კვამლშია გახვეული. 01.09.16 ფოტო:EPA/NASA /

მასალების გადაბეჭდვის წესი