ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი და მატარებელი ესტონეთის დედაქალაქში დღეში 400 000–მდე ადამიანს ემსახურება.
მერიის განცხადებით, ინიციატივა, პირველ რიგში, ღარიბი მოსახლეობის დახმარებას გულისხმობს. მათივე განცხადებით, ეს ინიციატივა ხალხს მოტივაციას მისცემს, რომ მანქანების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ, რაც ტალინს ერთ–ერთ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად აქცევს.
გასული თვის რეფერენდუმზე ითქვა, რომ ინიციატივას მოსახლეობის 75% უჭერდა მხარს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანები ყოველთვის უჭერენ მხარს ყველაფერს, რაც უფასოა, სინამდვილეში კი სახელმწიფოს ძალიან დიდი გადასახადები დააწვება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო მხოლოდ ტალინის მცხოვრებთათვის გახდება და გადაწყვეტილება ძალაში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შევა.