ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი: 2010-14 წლებში სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში შემცირდა

1 სექტემბერი, 2016
მსოფლიო ბანკი: 2010-14 წლებში სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში შემცირდა

მსოფლიო ბანკის მიერ 29 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში 2010-2014 წლებში სიღარიბის მაჩვენებლები ზედიზედ შემცირდა, თუმცა სიღარიბე კვლავ მნიშნველოვან პრობლემად რჩება საზოგადოების თითქმის მესამედისათვის.

კვლევის, „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში“, თანახმად, 2014 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 32.3%-ია (1.4 მლნ), ეს მაჩვენებელი 2013 წელს 36 პროცენტს (1.6 მლნ-ს), 2012 წელს 42.5 პროცენტს (1.9 მლნ-ს), ხოლო 2011 წელს 44.8 პროცენტს (2.0 მლნ-ს) უტოლდებოდა.

მსოლფიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში 2010-2014 წლებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი მცირდება

მსოლფიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში 2010-2014 წლებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი მცირდება

2014 წელს საქართველოს მოსახლეობის 32.3% ხარჯავდა 2.5 აშშ დოლარზე ნაკლებს დღიურად (მონაცემი მოცემულია მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორიის მიხედვით, ნებისმიერი ვალუტის ერთი ერთეულით უნდა შეგვეძლოს საქონლის ერთი და იმავე რაოდენობის შეძენა ყველა ქვეყანაში. თეორია იყენებს ორი ნებისმიერი ვალუტის გრძელვადიანი წონასწორობის გადაცვლის კურსს მათი მსყიდველობითი უნარის გასათანაბრებლად).

მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება კვლავ გაგრძელდება შემდეგ  წლებშიც: 2018 წლისათვის 6.8 პროცენტული პუნქტით შემცირდება და სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი 25.5%-ს გაუტოლდება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2018 წლისათვის 6.8 პროცენტული პუნქტით შემცირდება და სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი 25.5%-ს გაუტოლდებ

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2018 წლისათვის 6.8 პროცენტული პუნქტით შემცირდება და საქართველოში სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი 25.5%-ს გაუტოლდება. დიაგრამა: მსოფლიო ბანკი

კვლევის შეფასებით, 2010-2014 წლებში სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება 2010 წლამდე არსებული მდგომარეობისგან, როცა სოციალური ტრანსფერები თამაშობდა უფრო მნიშვნელოვან როლს სიღარიბის შემცირებაში.

ამას გარდა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე დადებითად მოქმედებს მოსახლობის შემოსავლების ზრდა, კერძოდ, 2010 წელთან შედარებით  2014 წელს ქვეყანაში 8%-ით გაიზარდა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. შემოსავლების ზრდა თბილისის გარდა დაფიქსირდა როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში, ასევე – სოფლად.

მსოფლიო ბანკის მონაცემები 2014 წლის. 01.09.2016

2010 წელთან შედარებით 2014 წელს მთელ ქვეყანაში ჯამში 8%-ით გაიზარდა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდამ 8-8% შეადგინა სოფლებსა და ქალაქებში (თბილისის გარდა). თბილისში კი ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 10%-ით გაიზარდა. დიაგრამა: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის შეფასებითვე, სიღარიბის შემცირების ფაქტორებად საშუალო თვიური შემოსავლის ზრდა (8%), ეკონომიკური აქტივობა (11.11%) და ტრანსფერები სახელდება (8.57%).

2010-2014 წლებში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. ეკონომიკურმა ზრდამ კი ასახვა პოვა როგორც ხელფასების ზრდაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, განსხვავებით 2010 წლამდე პერიოდისგან. ეკონომიკურმა ზრდამ ასევე ხელი შეუწყო ეკონომიკურ შესაძლებლობებზე  ღარიბების ხელმისაწვდომობის ზრდას. 2010-2014 წლებში ღარიბთა დასაქმების დონე გაიზარდა 50.7%-დან 56.6%-მდე, თუმცა შემცირდა ღარიბ დასაქმებულთა რაოდენობა, რადგან თვითონ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა.

მსოფლიო ბანკის კვლევა ასევე ყურადღებას ამახვილებს 2006-2014 წლებში სიღარიბის დონის შემცირებაზე სოფლად, რაც პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას სოფლად და სოფლის მეურნეობის სექტორში. ამასთანავე, მოხდა სოფლად დასაქმების ზრდა არასასოფლო-სამეურნეო სექტორშიც (მათ შორის: მომსახურების, მშენებლობის და მრეწველობის სექტორში). 2012 – 2014 წლებში რეალურ მაჩვენებლებში სოციალური დანახარჯების ზრდა მოხდა პენსიების, სოციალური და სხვა პირდაპირი ტრანსფერების ზრდის შედეგად. შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებამ ხელი შეუწყო უთანასწორობის შემცირებას.

სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს მათ, ვინც კვლავ სიღარიბეში რჩებიან და, ამავე დროს, უფრთხილდეს სიღარიბის გაზრდის რისკს მაკროფაქტორების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი