ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, დავით ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს

1 სექტემბერი, 2016 •
ივანიშვილის თქმით, დავით ნარმანიას  საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

“საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა და გამოჩნდა. სხვა დანარჩენი თუ გნებავთ, უნდა ვნახოთ, როგორი ქალაქი ჩაიბარა და რა ხდება [ახლა]. ამბობდნენ, რომ ყველაფერი გაჩერდა, ამ დროს, თუ ციფრებს შევხედავთ, სულ ყველაფერი პირიქითაა, მშენებლობა გინდათ თუ გზები გინდათ, ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება და კეთდება,  ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” დროს,”- აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მას მერიაში მომხდარი ინციდენტი არ მოეწონა, რა დროსაც ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა:

“არ მომეწონა, როგორც მიმართა. ცოტ-ცოტა პრობლემა არის ამ მხრივ და კითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ძირითადი არის სტანდარტები – ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენოს, კანონი დაიცვას, მმართველობა იყოს გამჭვირვალე… ამ მხრივ პრობლემები არ არის. მენეჯმენტი როგორია, უკეთესი, უარესი, ამაზე პაექრობა შეიძლება.”

24 აგვისტოს   თბილისის მერმა სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს მიაყენა შეურაცხყოფა და “მაიმუნი, ვირიშვილი” უწოდა, რისთვისაც მომდევნო დღეს ბოდიში მოიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი