ახალი ამბები

ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

31 აგვისტო, 2016 • 1293
ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტის, დილმა რუსეფის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. BBC წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით მემარცხენე მშრომელთა პარტიის 13-წლიანი მმართველობა დასრულდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. რუსეფს ბრალს სდებენ პოპულარული სოციალური პროგრამების ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად, ბიუჯეტის სხვა თანხების გამოყენაბაში, რაც ბრაზილიის კანონმდებლობით კანონდარღვევაა. თავად რუსეფი მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

BBC-ის ცნობით, 61-მა სენატრორმა დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი, ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ 20 სენატორი იყო. ხმათა ორი მესამედის მობილიზებაა საჭირო პრეზიდენტის გადასაყენებლად.

ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს დროებით მიშელ ტემერი დაიკავებს, რომელიც პოსტზე რუსეფის ოფიციალური ვადის ამოწურვამდე დარჩება, ეს ნიშნავს, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე სწორედ ის იქნება პრეზიდენტი. ტემერი მემრაჯვენე ცენტრისტული პარტიის, “PMDB”-ის წარმომადგნელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი