ახალი ამბები

რის სანაცვლოდ აპირებს სააკაშვილი გადადგომას

27 აპრილი, 2012 • 972
რის სანაცვლოდ აპირებს სააკაშვილი გადადგომას

“მზად ვარ, სადაც უნდათ, ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას და ჩვენი მთავრობის, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე”, – ასეთია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისადმი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო სურს, რომ მათ უნდათ მოიყვანონ ისეთი ძალა, “რომელიც ირიბად ან პირდაპირ პირდება, რომ დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, შეწყვეტს საერთაშორისო ზეწოლისა და მხარდაჭერის მოპოვებას ამ თემაზე და შეურიგდება, როგორც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ეძახის, ახალ შექმნილ რეალობას.”

სააკაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ საქართველო აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, რომლის გამეორებაც რუსეთს არ შეუძლია:

“არადა, წარმატებული საქართველო არის მათთვის ყველაზე დიდი კოშმარი. ქვეყანა, რომელიც გამოაცხადეს განადგურებულად, დამთავრებულად 2008 წელს, აღსდგა ფერფლისგან და მიაღწია ისეთ წარმატებას, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციისთვის, არამედ თვითონ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის”, – აცხადებს სააკაშვილი.

პრეზიდენტის თქმით, “ის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, ამ ტყუილის კბილი ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა.”

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი მზად არის დაუბრონოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე– კონტროლი და გაიყვანონ თავისი ჯარები, ამის სანაცვლოდ გადადგომაზე მისი მხრიდან რეაგირება მოხდება მყისიერად.

მასალების გადაბეჭდვის წესი