ახალი ამბები | , , , , , , , , ,

“გირჩი” და რესპუბლიკური პარტია მარიხუანის ლეგალიზაციას უჭერენ მხარს – chemikhma.ge

31 აგვისტო, 2016 | | 1864
“გირჩი” და რესპუბლიკური პარტია მარიხუანის ლეგალიზაციას უჭერენ მხარს – chemikhma.ge

კითხვაზე, ემხრობით თუ არა მარიხუანის ლეგალიზაციას, გამოკითხული შვიდი პარტიიდან ხუთი პარტიის პასუხია: “არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს მარიხუანის მოწევის გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ”. “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის – გირჩი” და “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” კი მარიხუანის ლეგალიზებას ემხრობა.

“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მიერ შედგენილ კითხვარი შვიდმა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ შეავსო:

  1. “ეროვნული ფორუმი”
  2. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
  3. “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”
  4. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  5. “თავისუფალი დემოკრატები”
  6. “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის – გირჩი”
  7. “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”

“ეროვნული ფორუმი”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “თავისუფალი დემოკრატები” და “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” არ ემხრობა მარიხუანის ლეგალიზაციას, თუმცა მიიჩნევს, რომ საჭიროა დეკრიმინალიზაცია.

“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილ ვებგვერდზე Chemikhma.ge მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეავსონ კითხვარი და გაიგონ, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებს იზიარებენ. ვებგვერდზე განთავსებული კითხვარი 36 დახურული კითხვისგან შედგება.

შედგენილი კითხვარი გაეგზავნა ათ ძირითად პოლიტიკურ პარტიასა და ორ ახლად შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას. პოლიტიკური პარტიებიდან ხუთმა მათგანმა უარი განაცხადა მიღებული კითხვარის შევსებაზე, ესენი არიან: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს კონსერვატიული პარტია”, “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, “”პატრიოტთა ალიანსი” და ახლადშექმნილი პოლიტიკური გაერთიანება “სახელმწიფო ხალხისთვის”.

Chemikhma.ge საშუალებას გაძლევთ კითხვარის შევსებით დაადგინოთ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან დგას  თქვენი მოსაზრებები ახლოს.

ამ დროისთვის გამოკითხვაში მოაწილეობა 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი