აგრარულ უნივერსიტეტში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს “ქართული სტუდენტური ბარათების” შესახებ ახალი ინიციატივა გააცნო.
პრეზიდენტის თქმით, სტუდენტური ბარათების საშუალებით ახალგაზრდებს მუნიციპალურ და სარკინიგზო ტრანსპორტში, კვებისა და სავაჭრო ობიექტებში, საერთაშორისო საავიაციო გადაზიდვების დროს ფასდაკლები ექნებათ.
“აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრეთ ეს, არ ვიცი,”- უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს.