ახალი ამბები

საქართველო არჩევნებზე დაკვირებისთვის NDI-სა და IRI-ს იწვევს

26 აპრილი, 2012 • 1435
საქართველო არჩევნებზე დაკვირებისთვის NDI-სა და  IRI-ს იწვევს

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს კენეთ ვოლაკსა და საერთაშიროსი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს ლორნ კრეინერს.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ორგანიზაციებისათვის გაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს მზადყოფნა, მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად.

2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 აპრილს გაუზგავნა ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი