ახალი ამბები

ომბუდსმენი არჩევნებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგს იწყებს

30 აგვისტო, 2016 • 1473
ომბუდსმენი არჩევნებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგს იწყებს

სახალხო დამცველის აპარატი არჩევნების პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მონიტორინგს გაუწევს. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით 8 რეგიონულ ოფისში 26 ჯგუფი იმუშავებს. ომბუდსმენის აპარატი დანიშნავს 8 სასამართლო მონიტორს და ამდენიმე რეგიონალირ კოორდინატორს.

როგორ სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, გურიის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კაძეთის ოფისები იმუშავებენ სრული დატვირთვით, იმუშავებს ცხელი ხაზი და შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს შეისწავლიან.

სასამართლო მონიტორები შეისწავლიან სარჩელების განხილვის პროცესს საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

“სახალხო დამცველს არ აქვს უფლება დაკვირვების. ამიტომ სახალხო დამცველი გეგმავს, რომ როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება. ჩვენი რესურსებით შეიქმნება 26 მობილური ჯგუფი, რომელიც მოახდენს რეაგირებას ყველა იმ ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევაზე, რომლებსაც ამ პერიოდში ექნება ადგილი. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ აქტიურად ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან,” – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს დამკვირვებლის მანდატი. მას არ ჰყავს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე და არ ასაჩივრებს კენჭისყრის მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებს.

არჩევნების დასრულების შემდეგ ომბუდსმენის აპარატი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აღმოჩენილ დარღვევებზე ანგარიშს მოამზადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი