დღეს, 29 აგვისტოს, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განმუხურში ადგილობრივ მოსახლეობას დასავლეთ საქართველოს 21 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არცერთი ქალია.

ქუთაისი

  • ამირან ხვადაგიანი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი – 1–ელი ოლქი;
  • თემურ ცამციშვილი – ყოფილი საჯარო მოხელი – მე–2 ოლქი;
  • ზვიად ბაღდავაძე – ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი – მე–3 ოლქი.

ლანჩხუთი და ჩოხატაური

  • გურამ ჩალაგაშვილი – იურისტი.

ხობი

  • კახაბერ ნადარაია – საკრებულოს ყოფილი დეპუტატი.

მარტვილი და აბაშა

  • დავით თოფურია – საკრებულოს ყოფილი დეპუტატი.

წალენჯიხა

  • გიორგი ხარჩილავა – წალენჯიხის ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე.

ფოთი და ოზურგეთი

  • კოტე კემულარია – იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესი სასამართოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პარლამენტარი.

სამტრედია

  • პაატა მანჯგალაძე – პარლამენტის იურიდიული სამსახურის აპარატის უფროსი, იურისტი.

ზუგდიდი

  • ვახტანგ ცხადაია – “საქართველოს განვითარების ფონდის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი – 1–ელი ოლქი;
  • ბესარიონ თოდუა – იურისტი, ეკონომისტი – მე–2 ოლქი.

თერჯოლა და ტყიბული

  • ირაკლი გვენეტაძე – ბიზნესმენი.

ზესტაფონი

  • ნიკა ქავთარაძე – ყოფილი ტელეწამყვანი.

სენაკი

  • გურამ მისაბიშვილი – ყოფილი პარლამენტარი და სენაკის ყოფილი გამგებელი.

საჩხერე

  • გიორგი სამხარაძე – საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე.

ვანი და ხონი

  • მელორ ტყეშელაშვილი – ეკონომისტი.

ოზურგეთი

  • ზაზა მამულაშვილი – იურისტი, საპატრიარქოს ყოფილი თამაშრომელი.

ხარაგაული

  • გიგა გრუნჩაძე – ხარაგაულის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი.

ცაგერი, ამბროლაური, ონი, ლენტეხი და მესტია

  • როსტომ ცხვედიანი – რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე.

ცყალტუბო

  • კონსტანტინე სანეკლიძე – ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ფარმაცევტი.

ჭიათურა

  • თემურ გვალია – ბიზნესმენი, სამთო ინჟინერი და იურისტი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *