დღეს, 24 აპრილს თბილისი მარიოტში გამართულ მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციის დაწყებამდე საქართველოში ევროკვშირის ელჩმა მედიისა და მედიამონიტორინგის მნიშვენელობის შესახებ ისაუბრა
ფილიპ დიმიტროვის განცადებით: “აუცილებელია, პროცესები გაშუქდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და ობიექტურად. გასული წლის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ მედიას საკმაოდ კარგად შეუძლია ამ ამოცანას გაართვას თავი. იმედი გვაქვს, რომ 2012-2013 წლებში დაგეგმილი მონიტორინგისას კიდევ უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას. წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები, ესაა დიდი გამოწვევა ყველა დემოკრატიისთვის. საარჩევნო პერიოდში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დემოკრატიულია ქვეყანა, ყოველთვის არსებობს გამოწვევები. არჩევნები წინააღმდეგობრივი საკითხია, მასში ყოველთვის არის გამარჯვებული და დამარცხებული. ამიტომ კულტურა იმგვარად უნდა განვითარდეს, რომ საზოგადოებამ შედეგი მიიღოს. ამაში კი დიდი როლი ეკისრება მედიასაც, მედია ჩვენი დასაყრდენი უნდა გახდეს.
“ძალიან ხშირად მედია მიკერძოებულია და ეს არაა სიურპრიზი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს იმის ფიქრის საშუალება, რომ მასმედიის ქცევა მიუახლოვდეს დემოკრატიის ზოგადი წესებით დადაგენილ მოთხოვნებს”, – დასძინა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტოვმა.