ახალი ამბები

ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა

25 აპრილი, 2012 •
ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედრ ვალერიან ხუჯაძე ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღეს,
25 აპრილს ავრცელებს.

1976 წელს დაბადებული სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხუჯაძე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. ის მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ვალერიან ხუჯაძეს მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.

ვალერიან ხუჯაძე არის მეთექვსმეტე ქართველი, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ავღანეთში მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოხდა. მაშინ ნაღმზე 3 ქართველი სამხედრო აფეთქდა და დაიღუპა.

ამავე თემაზე:

ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთი ცხოვრების მოწყობასა და სიცოცხლეს შორის [Video]




მასალების გადაბეჭდვის წესი