ახალი ამბები

კობახიძე: ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ამ მასშტაბით აღარ უნდა ისმოდეს მედიაში

29 აგვისტო, 2016 • 1547
კობახიძე: ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ამ მასშტაბით აღარ უნდა ისმოდეს მედიაში

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მედიაში სიძულვილის ენისა და ბილწსიტყვაობის აღსაკეთად მისი გუნდი სამოქალაქო აქტივიზმისა და პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის დანერგვას გეგმავს. როგორც კობახიძე აცხადებს, ახლო მომავალში სტანდარტები განვითარდება და სიძულვილის ენას ასეთი მასშტაბით აღარ მოვისმენთ სატელევიზიო ეთერებში:

“ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. დღეს ის, რაც ხდება სატელევიზიო სივრცეში ნატა ფერაძის, ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების დაბალი დონის ქვეყანა და ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო ეთერებში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლებიც არიან, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ არანაირ რეპრესიულ საშუალებებზე არ ვსაუბრობთ… განვითარდება ჩვენთან სამოქალაქო კულტურა იმ დონეზე, რომ თქვენ აღარ გაგიჩნდებათ სურვილი, სხვებს აღარ გაუჩნდებათ სურვილი, რომ ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა ასეთი მასშტაბით წარმოადგინოთ სატელევიზიო ეთერში,” – აცხადებს კობახიძე.

კობახიძე საკითხის საკანონმდებლო დონეზე განხილვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ქვეყნაში სიძულვილის ენისა და ბილწსიტყვაობასთან დაკავშირებით მედიაში სტანდარტების ამაღლებაა აუცილებელი.

“ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ამ მასშტაბით აღარ უნდა ისმოდეს სატელევიზიო სივრცეში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს ტვ “პირველის” ეთერში.

სამოქალაქო აქტვისიტმა, “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” მოძრაობის დამაარსებელმა, ნატა ფერაძემ სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას არანორმატიული ლექსიკით უპასუხა.

კობახიძისთვის ასევე მიუღებელია ელისაშვილის შეფასებები მის ბრალდებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი