ახალი ამბები

სევდია უგრეხელიძის თქმით, ელისაშვილის და ნატა ფერაძის ენმ-სთან ალიანსში დადანაშაულება სასაცილოა

29 აგვისტო, 2016 •
სევდია უგრეხელიძის თქმით, ელისაშვილის და ნატა ფერაძის ენმ-სთან ალიანსში დადანაშაულება სასაცილოა

“სასაცილოა, როცა რაღაც შემუშავებული მესიჯით ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში ადანაშაულებენ ისეთ ადამიანებს, რომელთან ალიანსიც არც ერთ მხარეს სურს”, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოში ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა სევდია უგრეხელიძემ გააკეთა ნატა ფერძაძისა და ალეკო ელისაშვილის საკითხზე.

ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათი “ასეთი აქტიურობა” 2012 წლამდე არ ახსოვს.

“საკრებულოში ჩემი ყოფნის დროსაც და ვიცემერობის პერიოდშიც ბატონი ელისაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა როგორც ჟურნალისტი, ყველა დებატებში. ჩვენ მას ვედავებოდით, რომ ის მხარედ გამოდის და ეს დაუშვებელია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე იყო. ასევე შემიძლია ვთქვა პარტიზან მებაღეებზე, რომლებიც ზუსტად ისეთივე ლექსიკით, თავგამატებით იცავდნენ თავიანთი აზრით ზოგ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელ პოზიციებს. სასაცილოა, როცა რაღაც  შემუშავებული მესიჯით ალიანსში ადანაშაულებენ ისეთ ადამიანებს, რომელთან ალიანსიც არც ერთ მხარეს არ სურს”, – განაცხადა უგრეხელიძემ.

ირაკლი კობახიძის კომენტარი უკავშირდება ელისაშვილისა და “პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძის აქტივობებს თბილისის მერიის საქმიანობის კრიტიკასთან დაკავშირებით. ელისაშვილმა კობახიძისაგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, თუმცა ამ უკანასკნელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი