ახალი ამბები

იემენში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

29 აგვისტო, 2016 •
იემენში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იემენის ქალაქ ადენში, არმიის საწვრთნელ ბანაკში, ადამიანმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც, BBC-ის ცნობით, სულ ცოტა, 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“ალჯაზირას” ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 60 ადამიანი. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია. ჯერჯერობით უცნობია, დგას თუ არა რომელიმე ტერორისტული ორგანიზაცია თავდასხმის უკან, თუმცა, როგორც BBC წერს, ქვეყნის ამ ნაწილში თავდასხმების ორგანიზატორები ხშირად არიან ტერორისტული ორგანიზაციების, “ალ-ქაიდასა” და ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი