ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Yandex-მა საქართველოს რუკა მხოლოდ საქართველოს ინტერნეტმომხმარებლისთვის შეცვალა

26 აგვისტო, 2016 • 12250
Yandex-მა საქართველოს რუკა მხოლოდ საქართველოს ინტერნეტმომხმარებლისთვის შეცვალა

რუსულმა კომპანია “იანდექსმა”, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესულ მომხმარებელს საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ხვდებოდა, დღეიდან, 26 აგვისტოდან სოხუმისა და ცხინვალის ნაწილებით ხვდება. თუმცა ცვლილებას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან შესული მომხმარებელი დაინახავს. სხვა დანარჩენ ქვეყნებში, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში, რუკა უცვლელია.

საქმე ის არის, რომ “იანდექსის” ტაქსების სერვისის თბილისში ჩამოყალიბებამ საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. გარდა იმისა, რომ “იანდექსი” რუსული კომპანიაა, მოქალაქეების შეშფოთებას სწორედ რუკის საკითხი იწვევდა.

კომპანია “იანდექს ტაქსის” რეგიონალურმა მენეჯერმა, თენგიზ ველიანმა ნეტგაზეთს გუშინ, 25 აგვისტოს განუცხადა, რომ რუკის საკითხი უკვე განიხილება და საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ონლაინ რუკა მალევე სრულად – სოხუმითა და ცხინვალით გამოჩნდება.

Screen Shot 2016-08-26 at 5.35.25 PM

“იანდექსის” რუკა გუშინ, 25 აგვისტოს

Screen Shot 2016-08-25 at 6.49.51 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი