ახალი ამბები

შსს: პარლამენტის წინ ორი მანქანის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი აალდა

24 აგვისტო, 2016 • 1448
შსს: პარლამენტის წინ ორი მანქანის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი აალდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, დღეს, 24 აგვისტოს საღამოს, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილი აალდა.

შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შეჯახების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ინფორმაცია შემთხვევის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი