”მოსკოვი გააგრძელებს საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას,”- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა დღეს, 17 აპრილს განაცხადა.
”ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, გავაგრძელოთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რაც გამორიცხავს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ სამხედრო ავანტიურებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში იყო გამოყენებული,”-განაცხადა მან.
ლავროვის თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”უცერემონიო საგარეო ზეწოლას განიცდიან იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც თავისუფლების პრინციპებსა და საერთაშორისო საქმეებში დემოკრატიულობას დეკლარირებენ.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიწვევით მოსკოვში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩირიკბა 16-18 აპრილს ლავროვთან მოლაპარაკებებს ჟენევის დისკუსიების საკითხებზე მართავს.