მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინელი არქიეპისკოპოსი იოსე პალმა ფიზიკური ტანჯვის წინააღმდეგია, ამ ცერემონიამ უკვე ტრადიციის სახე მიიღო.
პირველად წითელ პარასკევს ჯვარზე 1962 წელს არტემოი ანოზა გაეკრა, მას შემდეგ მსურველთა რიცხვი იზრდება.
წლევანდელ წითელ პარასკევს ჯვარზე გაკვრა 17–მა ადამიანმა გადაწყვიტა. მათ შორის ერთ–ერთი რუბენ ენაიეა, ის 51 წლისაა და ამ ცერემონიალში უკვე 26–ედ მონაწილეობს. როგორც თავად ამბობს, ჯვარზე გაკვრით ის ღმერთს მადლობას სწირავს იმისთვის, რომ წლების წინ სახლის რემონტისას სიმაღლიდან გადმოვარდა და უვნებელი გადარჩა.
მორწმუნეებს ჯვარზე 10 სანტიმეტრიანი უჟანგავი ლურსმნებით აკრავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სანახაობით უამრავი ტურისტია დაინტერესებული ფილიპინების ხელისუფლებისა და ვატიკანის გადაწყვეტილებით, ცერემონიალზე ტურისტების დაშვება აკრძალულია.
აღსანიშნავია, რომ ფილიპინებში მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, 93 მილიონიან ქვეყანაში დაახლოებით 75 მილიონი ადამიანი სწორედ ამ სარწმუნოებას მისდევს.
არქიეპისკოპოსმა წელს ფილიპინელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უფრო მეტად იზრუნონ რწმენის სიძლიერეზე ვიდრე ფიზიკურ ტანჯვაზე.