ახალი ამბები

პროკურატურა გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს

22 აგვისტო, 2016 • 1106
პროკურატურა გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს

დღეს, 22 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა დაიწყო, სადაც გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულ შვიდივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა განაცხადა. იგი ჟურნალისტებთან კონკრეტულად არ საუბრობს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ბრალდებულების მოტივი, თუმცა,ამბობს, რომ ბრალდებულებმა ინფორმაცია იარაღის შესახებ ამ დაუდგენელი პირისგან მიიღეს.

“დანაშაულის მუხლი, უშუალოდ რასაც ტერორისტული აქტი ითვალისწინებს, იყო დესტაბილიზაციის შექმნა, ეკონომიკისთვის საფრთხის შექმნა ქვეყანაში, ეს მოტივი ამოძრავებდათ და ამ მოტივით აპირებდნენ შემდგომში ტერორისტული აქტის განხორციელებას, მილსადენის აფეთქებას.

გამოძიების მიმდინარეობისას გაჟღერდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ჰქონდა კავშირი ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან, რომელმაც მას უთხრა, თუ სად ინახებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი და ამ პიროვნების ან პიროვნებების დავალებით ხდებოდა აღნიშნული მოქმედებების განხორციელება. იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები გადამალული იყო კონკრეტულ ადგილზე, სადაც მივიდნენ ბრალდებულებიდან რამდენიმე, მოხდა აღნიშნული ასაფეთქებლების და იარაღების ამოღება, რა დროსაც ისინი დაკავებულები იყვნენ,”- ამბობს პროკურორი

მასალების გადაბეჭდვის წესი